“ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა

“ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი უპირატესობით, ფაქტობრივად, 44 და მეტი %-ით გადაასწრო ოპოზიციურ პარტიებს“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები ყველანაირად ცდილობდნენ არჩევნების მშვიდი და დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ. „ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან სასწორის ერთ პინაზე იდო მშვიდობა, განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მეორე პინაზე არაფერი არ იდო, გარდა რევოლუციური გადატრიალებისა, რასაც ხალხი კარგად ხედავდა.
იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიები მიხვდნენ, რომ პირწმინდად აგებდნენ, დღის ბოლოს მეტი პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ამ მშვიდი და დემოკრატიული პროცესისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა არ გამოუვიდათ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა