ქართული ოცნების ახალი ვიდეო რუსული პროპაგანდისტული საარჩევნო კლიპის ანალოგია – რა კადრები ვრცელდება?

ქართული ოცნების ახალი ვიდეო რუსული პროპაგანდისტული საარჩევნო კლიპის ანალოგია – რა კადრები ვრცელდება?
ქართული ოცნების ახალი საარჩევნო კლიპი რუსული საარჩევნო კლიპის ანალოგია. Facebook-ზე ქართული ოცნების ლიდერების მიერ გავრცელებული ვიდეოკლიპი ზუსტად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტული ვიდეოს სცენარს, რომელიც 2018 წლის რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადაიღეს.
ორივე კლიპში ცოლ-ქმრის დიალოგია, სადაც კაცს არ უნდა არჩევნებზე წასვლა – ქართული ოცნების შემთხვევაში, სცენარის მიხედვით, კაცს “წინა ხელისუფლება” ესიზმრება, რუსულ საარჩევნო კლიპში კი – “ლგბტ პროპაგანდა”.
ქართული ოცნების კლიპი კახა კალაძის Facebook-ის გვერდიდან:
პროპაგანდისტული რუსული კლიპი:
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.