“ქართული ოცნების” ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება მოსახლეობის წყლით მომარაგებას

“ქართული ოცნების” ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება მოსახლეობის წყლით მომარაგებას
მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ კერძო პირებს და ზოგადად, ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ ჩვენი მოსახლეობა სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს, – ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ზაზა ქევანიშვილმა განაცხადა.
ქევანიშვილმა ისაუბრა მასშტაბური პროექტის, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის შესახებ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში დაწყებულია წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი განახლება, რაც ამბროლაურის მაცხოვრებლებს უწყვეტი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
“[მრავალფუნქციური ცენტრის] მსგავსი პროექტი ამბროლაურში არ ყოფილა, შეიძლება უამრავი თემის თავმოყრა და ნამდვილად მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს. ახალგაზრდებისთვისაც თავშეყრის ძალიან ლამაზი ადგილი იქნება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება ამბროლაურის მოსალხეობის წყლით მომარაგებას და შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობა სასმელი წყლით,” – განაცხადა ზაზა ქევანიშვილმა.
Previous: “ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატი დავით ლობჟანიძე: რამდენიმე მიმართულებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ეს არის ტურიზმის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, უნდა განვითარდეს ისეთი პროექტები, რაც ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დარჩენას შეუწყობს ხელს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში