“ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ღორჯომელ თანასოფლელებს შეხვდა

“ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ღორჯომელ თანასოფლელებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობა გაეცნო წინასაარჩევნო პროგრამას, დელეგატობის კანდიდატმა მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.
ვახტანგ ბერიძის განცხადებით, შეხვედრა ძალიან თბილ და პოზიტიურ გარემოში წარიმართა.
“მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ყველა წარმატების უკან ყოველთვის იყო ღორჯომელების დიდი წვლილი და ამჯერადაც, მათგან კიდევ ერთხელ მივიღე ის დიდი მხარდაჭერის მუხტი და ძალა, რომელიც 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს. მადლობა მათ, ასეთი დიდი თანადგომისთვის,” – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს