„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში მამუკა თურმანიძე – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ხმა მივცეთ მშვიდობას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატი გაეცნო მოქალაქეთა საჭიროებებს, მამუკა თურმანიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.
„გპირდებით, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, არჩევნებში გამარჯვებით ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი მუნიციპალიტეტის და თითოეული თქვენგანის უკეთესი მომავლისთვის.
26 ოქტომბერს ყველამ ერთად, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ხმა მივცეთ მშვიდობას „ქართულ ოცნებას!“ მზად ვარ, ოთხი წელი თავდაუზოგავად ვიყო თქვენს სამსახურში“, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
შეხვედრას ქედის, შუახევის და ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი – როლანდ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – ამირან ცინცაძე ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!