ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნატახტრისა და მისაქციელის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.
დელეგატის თქმით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული - დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე - გიგი ჩიფჩიური, მუნიციპალიტეტის მერი - დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის მოადგილეები - გივი გიუტაშვილი და თამაზ ფოლოდაშვილი, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.