ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ შეუძლია იყოს EU-ში გაწევრიანების გარანტი, იტყუება - პავილიონისი

„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ შეუძლია იყოს EU-ში გაწევრიანების გარანტი, იტყუება - პავილიონისი

ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. EU-ში მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი, ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. ქართული ოცნება, როდესაც ამბობს, რომ შეუძლია იყოს EU-ში გაწევრიანების გარანტი, იტყუება, - ამის შესახებ თქვა ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ხშირად იმყოფებოდა და ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ.
„ძალიან საბჭოურია იმიტომ, რომ მე შევამჩნიე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში, აქ ხშირად ჩამოვსულვარ, ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა“, - განაცხადა პავილიონისმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.