„ქართული ოცნება“ – კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კორუფციის არარსებობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის
წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს : იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, კვიპროსს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.
ევროპაში კორუფციის სიმცირით , ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს.
„კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე გავიდა, მეორეზე ალბანეთი, ევროპაში მესამე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა. რაც შეეხება რუსეთს, ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგში ის სერბეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კორუფციის არარსებობას მთავრობაში და განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მექრთამეობას; საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას; საჯარო სახსრების და რესურსების მითვისებას. კორუფციის ეს სამი ფორმა შესწავლილია აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, ჯარის, პოლიციის და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან მიმართებით.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა