“”ქართული ოცნება” ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემომთავაზა, დაუდექი ჩვენს პარტიას გვერდითო…”- ირაკლი ჩხიკვაძე

მსა­ხი­ო­ბი, ირაკ­ლი ჩხიკ­ვა­ძე, Ambebi.ge- თან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როგორც ამბობს მას “ქღთულმა ოცნებამ” შესთავაზა რომ პარტიისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, მაგრამ მსახიობმა უარი განაცხადა.

არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ ვენ­დო­ბი იმა­ში, რომ ის მი­ხე­დავს შენს ხალ­ხს, არ მექ­ნე­ბა შიში, რომ ჩემი არ­ჩე­უ­ლი რო­მე­ლი­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, მა­ღა­რო­ში მუ­შებს ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დებს.

ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დებს მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სე­ბი აქვთ და დღემ­დე ხმას არ ვი­ღებთ, ხელ­ფას­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ. რამე რო­გორ უნდა ვთქვათ, როცა მა­ღა­რო­ში მუ­შე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან… მსა­ხი­ობს, ვი­ღა­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იმ­დე­ნი ღირ­სე­ბა კი­დევ აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რომ ეს არ გა­ა­კე­თოს.

ნდო­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ იმი­ტომ არ მაქვს, რომ ვინც ავირ­ჩი­ეთ, ყვე­ლამ გვი­ღა­ლა­ტა, კუ­თხე­ში მიგ­ვაგ­დო და თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყო. ჩვენ კი მათ­თან ყო­ველ­თვის ბრძო­ლა გვი­წევს. ამი­ტომ მაქვს გან­ცდა, რომ გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ღა­ლა­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს – ღა­ლა­ტი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ. პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი რა­ღაც­ნა­ი­რი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბით არის გაჟ­ღენ­თი­ლი.

“შტან­გის“ ამ­წე­ვე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბე­ბი ხდე­ბი­ან, კრი­მი­ნა­ლებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბად ხდი­ან… ყვე­ლა­ფერს თავ­და­ყი­რა აყე­ნე­ბენ. ამი­ტომ არ მომ­წონს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და არც მათი მიმ­დევ­რე­ბი. ჩემი ქვე­ყა­ნა მა­დარ­დებს და ვიცი, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. რა­ღაც წერ­ტი­ლამ­დე უნდა მი­ვი­დეთ, უნდა გა­მოჩ­ნდნენ ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნდო­ბით იქ­ნე­ბი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბი­ან რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებ­ში გა­თხვრი­ლი.

არას­დროს გქო­ნი­ათ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის სურ­ვი­ლი?

– პო­ლი­ტი­კა არ არის ჩემი სფე­რო, არც მათი სფე­რო არ არის, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მსა­ხი­ო­ბი იყო, ამ სფე­როს, სამ­ყა­როს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი და უცებ პო­ლი­ტი­კო­სად მო­ევ­ლი­ნო ხალ­ხს?! პო­ლი­ტი­კა სულ სხვა სამ­ყა­როა, სხვა სფე­რო და სხვა გარ­სია. პო­ლი­ტი­კას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სჭირ­დე­ბა. რა უნდა „შტან­გისტს“ იქ, რისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თავი აქვს?! ეს მისი საქ­მე არ არის… მე სა­დაც მომ­წონს და რაც მიყ­ვარს, იქ ვარ…

ბევ­რჯერ მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, – და­უ­დე­ქი ჩვენს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას გვერ­დი­თო. მა­გა­ლი­თად, უნ­დო­დათ, რომ ფოტო გა­და­მე­ღო ერთ-ერთ კან­დი­დატ­თან ერ­თად… ასე­თი წი­ნა­და­დე­ბა ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი… ყვე­ლას უარი ვუ­თხა­რი – ბო­დი­ში, მაგ­რამ ვე­რა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ მა­რა­თონ­ში გვერ­დით ვერ და­გიდ­გე­ბით… მიხ­ვდნენ, რომ ვარ მსა­ხი­ო­ბი და ჩემი თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს. ყვე­ლა ასე უნდა ფიქ­რობ­დეს.

დღე­ვან­დელ პრო­ტეს­ტში მსა­ხი­ო­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცია აქვთ თქვენს სხვა კო­ლე­გებ­საც. მხარ­და­ჭე­რას და სო­ლი­და­რო­ბას ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ამ­ბებ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს არ უცხა­დე­ბენ… რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ხდე­ბა ასე?

– გარ­და იმი­სა, რომ ჩვენ მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ, ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბიც. ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ზოგს სა­ერ­თოდ არ უნდა, რომ თავი აიტ­კი­ვოს და თა­ვი­სი აზრი ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვას. ზოგი ფა­რუ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თა­ლია, მაგ­რამ ხმას მა­ინც არ იღებს. ზოგი ამ­ბობს, რომ ვი­ღაც ღირ­სია, რომ და­ი­ჭი­რეს, ალ­ბათ და­ა­შა­ვა და არც კი­თხუ­ლობს, მან რე­ა­ლუ­რად და­ა­შა­ვა თუ არა რამე. ასე ვლინ­დე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თე­ბი. ურ­ჩევ­ნი­ათ, ხმა არ ამო­ი­ღონ და თა­ვის­თვის კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ის­ხდნენ. მე დე­მოკ­რა­ტის და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და მჯე­რა, რომ ვი­საც რა პო­ზი­ცია აქვს, ის უნდა ჰქონ­დეს. ვინ­მეს და­მუ­ნა­თე­ბა, რა­ტომ არ გაქვს ეს პო­ზი­ცია, – არ არის სწო­რი.

ასე ვერც შე­დეგს მი­ვაღ­წევთ და ტყუ­ი­ლი ლა­პა­რა­კია. ისე კი, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან მიკ­ვირს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, მაგ­რამ მერე რომ ვფიქ­რდე­ბი, ვხვდე­ბი, რომ პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო არ შე­უძ­ლი­ათ. ზოგს ნა­მუ­სი არ აქვს, ზოგს შიში აწუ­ხებს, ზოგი სა­ერ­თოდ უპი­რის­პირ­დე­ბა თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას და ამ­ბობს, რომ ღირ­სე­ბი ხართ, რაც გე­მარ­თე­ბათ. რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა“ სა­ოც­რე­ბაა და ჩვენ არ უნდა ვებ­რძო­დეთ მათ. ეს უკვე მხა­რის და­ჭე­რაა.

მე მი­მაჩ­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­თვის ხალ­ხის გვერ­დით უნდა იდ­გეს და არა პარ­ტი­ე­ბის გვერ­დით. რო­გორც კი პარ­ტი­ის მხა­რეს და­ი­ჭერ, მერე იმ მხა­რის გა­მარ­თლე­ბა გი­წევს. ამ დროს მსა­ხი­ობს თვალ­სა­წი­ე­რი გი­ვიწ­როვ­დე­ბა და ვიწ­რო აზ­როვ­ნე­ბის ხდე­ბი, რა­საც მერე სი­ტყვე­ბით და ფრა­ზე­ბი­თაც ადას­ტუ­რებ. ყვე­ლა მსა­ხი­ობს ვუ­სურ­ვებ, ის წერ­ტი­ლი, რა­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა და აზ­რის გა­მო­ხატ­ვა ჰქვია, არ და­ე­კარ­გოს.

– 23 იან­ვარს ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის „ახა­ლი თე­ატ­რის“ მა­ნი­ფეს­ტი ვი­ხი­ლეთ… რას იტყვით ამა­ზე?

– ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო და უწყვე­ტი ემო­ცია ჰქონ­და მთელ იმ მა­ნი­ფესტს ყვე­ლას­თვის, ვინც იქ იდგა. თე­ატ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა ემო­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვაა. მისი არ­სია, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში გა­მო­იწ­ვი­ოს ემო­ცია, რაც გა­მო­საწ­ვა­ვია. იმ მა­ნი­ფესტზე ეს მოხ­და. ჩემი აზ­რით, ის ყვე­ლა­ფე­რი იყო კარ­გი და შედ­გა.

თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა მას მდა­რე ხე­ლოვ­ნე­ბა უწო­და…

– ჰო, რა თქმა უნდა, ახლა ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ და ამ­ბო­ბენ… თან ის ვინც ამას ამ­ბობს, თე­ატ­რშიც არ არის ნამ­ყო­ფი, უმაღ­ლე­სი ხე­ლოვ­ნე­ბაც არ იცის რა არის, მაგ­რამ მა­ინც ბე­დავს…

– “ახა­ლი თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, მთა­ვარ­მა რე­ჟი­სორ­მა, დათო დო­ი­აშ­ვილ­მა თქვა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში გავ­დი­ვართ და ხალ­ხთან ჩვე­ნი სათ­ქმე­ლი, უნდა მი­ვი­ტა­ნო­თო. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას თქვენც უერ­თდე­ბით?

– ეს ინ­სპი­რა­ცია მი­ვი­ღეთ და ყვე­ლა თე­ატ­რი ახლა ვა­პი­რებთ, ადა­მი­ა­ნებ­თან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი პერ­ფორ­მან­სე­ბით სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ. უნდა ვე­სა­უბ­როთ ხალ­ხს მა­გა­ლი­თად, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, რო­გორ დახ­ვრი­ტეს, რა­ტომ არის და­მა­ლუ­ლი და რა­ტომ არ გვტკი­ვა მისი ამ­ბა­ვი… ხე­ლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც 200 დღე აწა­მეს, მერე რუს­თა­ველ­ზე რო­გორც ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე სა­მა­გა­ლი­თოდ ჩა­მო­ა­ტა­რეს და მერე დახ­ვრი­ტეს. ხალ­ხს პა­ო­ლო იაშ­ვილ­ზე, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ზე უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ, – საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­მა ხომ უამ­რა­ვი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ა­ნად­გუ­რა. იყოს თუნ­დაც მათ­ზე სა­უ­ბა­რი პერ­ფორ­მან­სად წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გა­ვაღ­ვი­ძოთ იმის შეგ­რძნე­ბა, თუ რა არის მეტ­რი. რა ტკი­ვი­ლი და და­ნა­კარ­გე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა მან! ამა­ზე სა­უ­ბა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი აშ­კა­რად არ­სე­ბობს. ვი­ნა­ი­დან ამას არ აკე­თე­ბენ სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, თა­ო­ბებს ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდი­ან, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ეს ჩვენ უნდა შევ­ძლოთ. სხვა­დას­ხვა თე­ატ­რი თვი­თონ გა­და­წყვეტს, რა სა­კითხს აირ­ჩევს… ასე რომ, მსგავ­სი მა­ნი­ფეს­ტე­ბი თე­ატ­რე­ბის­გან იქ­ნე­ბა.

– ადა­მი­ა­ნე­ბი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ შო­რის, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბიც. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ოპე­რა­ტო­რე­ბი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურჩნენ… თქვე­ნი აზ­რით, ასეთ სი­სას­ტი­კეს რა­ტომ მი­მარ­თეს?

– ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად. თუ ხმას ამო­ი­ღებ, ეს და­გე­მარ­თე­ბა – ყვე­ლა­ფე­რი უხე­შად და უნა­მუ­სოდ გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ მათ არ იცი­ან ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი. თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას მტერს არ ვა­პა­ტი­ოთ, რო­დე­საც თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ღირ­სე­ბას არ­თმე­ვენ, არ ვნებ­დე­ბით. ეს ჯა­ლალ ედ დინი იქ­ნე­ბა თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ასეთ დროს ქვე­ყა­ნა იღ­ვი­ძებს… თუ მე­გობ­რის და­ჩაგ­ვრა შე­ვარ­ჩი­ნეთ, გავ­ჩუმ­დით, მერე სხვა­საც მიდ­გე­ბა.

ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მართ ვე­რა­ვინ უნდა გა­ბე­დოს ასე­თი უხე­შო­ბა – ურტყას, უსა­ფუძ­ვლოდ და­ი­ჭი­როს და შეგ­ვა­ში­ნოს… ალ­ბათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჰგო­ნია, რომ ასე და­ამ­ყა­რებს მშვი­დო­ბას და სა­ნი­მუ­შო წეს­რიგს. კარ­გი ოჯა­ხის უფ­როსს არას­დროს სჭირ­დე­ბა სახ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა. მან იცის, რო­გორ მო­უ­ა­როს ოჯახს. ამ კაც­მა არ იცის, რო­გორ მო­უ­ა­როს ქვე­ყა­ნას, რად­გან თა­ვი­სი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს.

მხო­ლოდ ის კი არაა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, ქუ­ჩა­ში გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხია, რო­მელ­საც ან ნორ­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი არ აქვს, ან სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი, არ იცის, სახ­ლში საჭ­მე­ლი რა მი­ი­ტა­ნოს და ამ დროს ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ქვე­ყა­ნას უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა აქვს და ხალ­ხი გა­დარ­ჩა.

სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა რე­ა­ლო­ბაა. ამის­გან დაღ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნებს კი­დევ რომ მო­ა­ტყუ­ებ, აღარ გა­პა­ტი­ებს, არ მო­გით­მენს. თუ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ტეს­ტია აგო­რე­ბუ­ლი, თა­ვი­ანთ თავს და­აბ­რა­ლონ.

– გა­მო­სა­ვა­ლი რა არის ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან?

– ყვე­ლა უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი, რო­მელ­თაც სა­მა­გა­ლი­თოდ სჯი­ან, გა­რეთ უნდა გა­მო­უშ­ვან და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნონ. ეს გან­მუხ­ტავს სი­ტუ­ა­ცია, სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. დად­გეს სა­მარ­თა­ლი უნდა დად­გეს. ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი უნდა და­უბ­რუ­ნეს თა­ვის ბუ­დეს. პო­ლი­ცი­ე­ლი პო­ლი­ცი­ელს ჰყავ­დეს, მე­ხან­ძრე მე­ხან­ძრეს და მსა­ხი­ო­ბი მსა­ხი­ობს… თუ მი­ლი­ონ ორა­სი ათას­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა მათ ხმა, თუ ეს მარ­თა­ლია, მო­ვიდ­ნენ და ისევ მის­ცენ ხმა, მაგ­რამ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის ეში­ნი­ათ.

ბევ­რნა­ი­რი არ­ჩევ­ნე­ბი გვი­ნა­ხავს, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ყუ­რე უკვე გა­ვი­ზარ­დეთ და ყვე­ლამ ვი­ცით, რა და რო­გორ მოხ­და… ამი­ტომ, ვი­საც პო­ზი­ცია აქვს თა­ვი­სი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, მსურს, ყვე­ლას ვთხოვ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მოს­მე­ნა არ ივარ­გებს.

ჩვენ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი, ნამ­დვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა გა­ფიც­ვის უნა­რიც, ერ­თად დგო­მის უნა­რიც, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი მო­უს­მენს. არ ექ­ნე­ბა იმის იმე­დი, რომ ამ ნა­წილს იყი­დის, თუ – იმ ნა­წილს და ამით თა­ვი­სას გა­ი­ტანს. რო­გორ­ღაც უნდა შევ­დგეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბად. ამის ნიშ­ნე­ბი არის და ეს მუხ­ტი არ უნდა და­ი­კარ­გოს. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს ქვე­ყა­ნას!

წყარო: Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს