ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ქართული ოცნება" ეკატერინე ხვედელიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს

"ქართული ოცნება" ეკატერინე ხვედელიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს

Facebook- ში, გაურკვეველმა პირმა ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში შექმნა და მოქალაქეებს ფინანსური დახმარების შეთავაზებით შეტყობინებებს უგზავნის - ამის შესახებ განცხადებას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"სოციალურ ქსელ "Facebook"- ში, გაურკვეველმა პირმა შექმნა ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში. აღნიშნული ანგარიშიდან მოქალაქეები იღებენ პირად შეტყობინებას, მათ შორის ფინანსური დახმარების პირობას. ვთხოვთ საზოგადოებას, გაითვალისწინოს, რომ ეს ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს. ასევე, აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან შეტყობინების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ გაუგზავნოთ კომაპნია Meta-ს წერილი ანგარიშის გაუქმების შესახებ", - აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.