ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის სოფლების: კონჭკათის, თხინვალის, ნაღობილევის, მერიისა და ხვარბეთის მოსახლეობას შეხვდა.
ინფორმაციას " ქართული ოცნება" ავრცელებს.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს პრიორიტეტად.
დელეგატის თქმით, უკვე მომზადებულია სამი სოფლის წყალმომარაგების პროექტი და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება სამუშაოები. ასევე, გოგორეთის უბანში ახალგაზრდების თხოვნა იყო, რომ სტადიონი ჰქონოდათ და უახლოეს მომავალში მოეწყობა ახალი სპორტული მოედანი. ასევე შეჯამდა, სოფლებში ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები.
ზაალ ჩიგოგიძის თქმით, აღნიშნულ სოფლებში ფონდი „ქართუს“ და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
„მინდა, თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო ძლიერი მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის. ობიექტური შეფასებების მოსმენა მეტ სტიმულს გვაძლევს, ჩვენ ერთად ოზურგეთის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“- განაცხადა ზაალ ჩიგოგიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გურიის გუბერნატორი - გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით დარჩია და მერიის დეპუტატი- გელა აროშიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.