ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, მარტვილში, სოფელ ნალეფსაოში მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ინფორმაციითმ შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
„ქართული ოცნების“ გუნდისთვის პრინციპულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან დღეს, როგორც არასდროს, სწორედ მშვიდობის შენარჩუნებაა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია კი ჩვენი გუნდის უცვლელი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ილია ინჯიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.