„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: სოფელ გუდამაყრის, ფასანაურისა და ხანდოს ხეობის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ხაზი გაუსვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული – დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე – გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მაცაცო ნარიმანიძე , მერის მოადგილე – ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – კახა ჩიტაური.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.