ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ნაძალადევის რაიონში მართავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ნაძალადევის რაიონში მართავს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ჯიხაიშის, იმერეთის, მ. ნოზაძის (ყოფილი ცინცაძის) ქუჩებისა და ცოტნე დადიანის მე-2 მ.რ N3-ის მაცხოვრებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ნაძალადევის რაიონში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
„ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს”, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნაძალადევის გამგებელი, ირაკლი ანდღულაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.