არქივი15 სექტემბერი, 2024, 15:23
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„შეხვედრაზე, მოსახლეობას „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა, ჩვენი გუნდის ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები გავაცანი. მოსახლეობისგან, მოვისმინე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საჭიროებები და ერთად დავსახეთ მათი გადაჭრის გზები,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.