ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ოცნება და ხალხის ძალა არჩევნებზე საერთო სიით გავლენ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტიები - ქართული ოცნება და ხალხის ძალა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო სიით წარსდგებიან.
ამის შესახებ მდინარაძემ ქართული ოცნების ახალი ოფისის გახსნისას განაცხადა.
"...მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია, დღეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას." - თქვა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.