ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.70%-ით გაიზარდა, ერთი აქციის ღირებულება 47.55 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგია.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 4.38%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 33.40 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.84 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 1.00%-ითაა გაზრდილი. ერთი აქციის ფასი 12.12 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 564.81 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" კომპანიის აქციების ფასი 4.28%-ით გაიზარდა, ხოლო "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ფასმა 7.74%-ით მოიმატა, "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი კი 13.27%-ითაა გაზრდილი.
წყარო: Galt & Taggart

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.