ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს.
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.22%-ით გაიზარდა და ახლა ერთი აქციის ღირებულება 45.55 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.24 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.49%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.69 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 3.84%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 554 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 1%-ით გაიზარდა, ხოლო "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 0.49%-ითაა გაზრდილი, რაც შეეხება, "საქართველოს კაპიტალის" კაპიტალიზაციის ბოლო 6 თვის მონაცემს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7.21%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.