ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.09%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.50 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.28 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.80%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 31.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.71 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 5.97%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 12.42 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 578 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება, კომპანიების ბაზარო კაპიტალიზაციის დინამიკას ბოლო 6 თვის ჭრილში, "საქართველოს ბანკის ჯგუფის" ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 13.55%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" კაპიტალიზაცია 17.58%-ითაა გაზრდილი, ხოლო საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 20.82%-ითაა მომატებული.
წყარო: Galt & Taggart

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.