ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.18%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება 46.80 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.30 მილიარდ სტერლინგია.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულებამ 0.16%-ით იკლო. ერთი აქციის ფასი 30.95 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.70 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 2.08%-ითაა შემცირებული. ერთი აქციის ფასი 11.32 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 523 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება, კომპანიების ბაზარო კაპიტალიზაციის დინამიკას ბოლო 6 თვის ჭრილში, "საქართველოს კაპიტალის" საბაზრო კაპიტალიზაცია 24.53%-ითაა გაზრდილი, თიბისი ბანკის ჯგუფის - 24.04%-ით, ხოლო "საქართველოს ბანკის ჯგუფის" 17.15%-ითაა მომატებული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.