ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული კომპანიებიდან ლონდონის ბირჟაზე ყველაზე დიდი მოცულობით „თიბისი ბანკის“ აქციები გაიყიდა

ქართული კომპანიებიდან ლონდონის ბირჟაზე ყველაზე დიდი მოცულობით „თიბისი ბანკის“ აქციები გაიყიდა

Galt&Taggart-ის 23–27 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები დაეცა. გასულ კვირაში ყველაზე მეტად, საქართველოს ბანკის და Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.33% წინა კვირასთან შედარებით და -15.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 217 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.10 - 39.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.81% წინა კვირასთან შედარებით და -12.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 350 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.15 - 27.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.21% წინა კვირასთან შედარებით და 8.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 335 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.21 - 9.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.