ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 64.21 მილიარდი ლარია

ქართული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 64.21 მილიარდი ლარია

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 804.66 მილიონი ლარით (1.27%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.71%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 64.21 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.55% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 365.16 მლნ ლარით (1.01%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 439.50 მლნ ლარით (1.61%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.32%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.73 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.09%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 18.56 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.88%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.66 %-ით მეტი).
2025 წლის აპრილის განმავლობაში 1.34%-ით, ანუ 433.72 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 32.90 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.75% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.144 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით).
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.