ქართველ მუსლიმთა წინამძღვარი სპეცრაზმს – ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ

ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან, – ასე მიმართა ქართველ მუსლიმთა წინამძღვარმა ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულ სამართალდამცავებს.
სასულიერო პირმა პოლიციელებს სთხოვა, ახალგაზრდებზე ხელი არ აწიოს.
„მე, როგორც ქართველი მუსლიმი წინამძღვარმა მინდა გთხოვოთ, რომ არ იძალადოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. თქვენც და ჩვენც ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ყველანი ქართველები ვართ და ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და გაერთიანებული, ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”