ქართველ ემიგრანტებს მინდა შევთავაზო ექსპერიმენტში მონაწილეობა – რომ დაინახავთ პოლიციელს, მიდით და სთხლიშეთ სახეში. დარწმუნებული ვარ, ამას არ გააკეთებთ, გასუსული დადიხართ, უცხოელ პოლიციელებს რომ ხედავთ

ქართველ ემიგრანტებს მინდა შევთავაზო ექსპერიმენტში მონაწილეობა – რომ დაინახავთ პოლიციელს, მიდით და სთხლიშეთ სახეში. დარწმუნებული ვარ, ამას არ გააკეთებთ, გასუსული დადიხართ, უცხოელ პოლიციელებს რომ ხედავთ
ქართველ ემიგრანტებს (აშშ, ევროკავშირი) მინდა შევთავაზო ექსპერიმენტში მონაწილეობა: ქალაქის ცენტრში რომ დაინახავთ პოლიციელს, მიდით ახლოს და სთხლიშეთ პირდაპირ სახეში. შეარჩიეთ მაღალი, ნორდიკული გარეგნობის მასკულინური პოლიციელი გაუქანეთ და სთხლიშეთ. თუ დაგაკავებენ დაიწყეთ შიმშილობა. დახმარებისთვის მიმართეთ ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილს, – წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში.
ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ემიგრანტები ასე არ მოიქცევიან, რადგან უცხოელ პოლიციელს რომ დაინახავენ, „გასუსული“ დადიან, ხოლო, საკუთარ სახელმწიფოს დაბალ ღობედ აღიქვამენ, რომელსაც ყველამ, მით უმეტეს – უცხოელმა, შეიძლება ჭკუა ასწავლოს.
ჭოტორლიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მას არაფერი აქვს მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო, მაგრამ, როცა ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელშიც ევროკავშირთან მიახლოებული კანონმდებლობა მოქმედებს, ამ შემთხვევაში, კანონი ხისტია და არ ასხვავებს გენდერს, პროფესიას და ადამიანის გუნება-განწყობას.
„ქართველ ემიგრანტებს (აშშ, ევროკავშირი) მინდა შევთავაზო ექსპერიმენტში მონაწილეობა: ქალაქის ცენტრში რომ დაინახავთ პოლიციელს, მიდით ახლოს და სთხლიშეთ პირდაპირ სახეში. შეარჩიეთ მაღალი, ნორდიკული გარეგნობის მასკულინური პოლიციელი გაუქანეთ და სთხლიშეთ. თუ დაგაკავებენ დაიწყეთ შიმშილობა. დახმარებისთვის მიმართეთ ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილს. დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებთ ამას და გასუსული დადიხართ ვიკინგის გარეგნობის უცხოელ პოლიციელებს რომ ხედავთ. საკუთარ სახელმწიფოს კი დაბალ ღობედ თვლით რომელსაც ყველამ შეიძლება ჭკუა ასწავლოს და ყური აუწიოს. მითუმეტეს უცხოელმა.
არაფერი დაკავებული მზია ამაღლობელს წინააღმდეგ არა მაქვს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული განთავისუფლების მომხრე ვარ და არ მიმაჩნია, რომ ქალის მხრიდან კაცისთვის სილის გარტყმა შეიძლება შეფასდეს როგორც ფიზიკური ძალადობა და თავდასხმა.
ძვირფასო ლიბერალებო, ტრადიციულ გრუზინულ საზოგადოებაში ეგრეც იქნებოდა. არცერთი გრუზინი არ უჩივლებდა და არ გაუშვებდა ქალს ციხეში იმის გამო, რომ სილა გამაწნაო. ეგ კი არა, გრუზინი მეორე გრუზინს არ გაუშვებდა ციხეში ხელის ერთი მოქნევის გამო. არ არიან გრუზინები გულღრძო ხალხი და დიდხანს არ იმახსოვრებენ წყენას.
პოლიციელს ფორმა რომ არ სცმოდა, დარწმუნებული ვარ, არც განაცხადებდა მაგ ინციდენტს და არანაირ რეაგირებას არ მოითხოვდა. მაგრამ თუ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თანაც ისეთ სახელმწიფოში, რომელიც ლიბერალური ევროკავშირთან მიახლოებული კანონმდებლობა მოქმედებს, ეგ კანონმდებლობა არის ხისტი, ფორმალური, არ ასხვავებს გენდერს და პროფესიას, მოქალაქეების გუნება განწყობას.
კანონი მოითხოვს ხელმეორედ დაკავებული და პირველად ხელწერილით გამოსული მოქალაქე მ. ა.-ს წინასწარ დაკავებას სასამართლო პროცესამდე. მზია ამაღლობელი კანონისთვის არის მოქალაქე მ.ა. არც მეტი და არც ნაკლები. საერთოდ გირჩევთ ჟურნალისტის პროფესიაზე ნუ აკეთებთ აქცენტს და ნუ ითხოვთ ინდულგენციას. მაგით მორალურ მხარდაჭერასაც კარგავთ მოქალაქეების დიდ ნაწილში“, – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება