ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია” - გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ, განაცხადა,რომ ქართველმა ხალხმა ნამდვილად აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი უდრეკი ერი, რომელიც ღირსეულ ადგილს იმსახურებს ცივილიზებულ სამყაროში. დიახ, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

მისი თქმით, ორი თვის მანძილზე უპრეცედენტოდ განგრძობადმა პროტესტმა მთელი მსოფლიოს აღიარება მოიპოვა და ამ აქციებზე გამოსული ადამიანების ხმა ესმის ამერიკის პრეზიდენტს, ესმის გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ესმით ევროკავშირის ლიდერებს და მთელ მსოფლიოს, მაგრამ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას.

“ამიტომ არის, რომ პროტესტი გრძელდება. დღევანდელი დღე ნამდვილად გადამწყვეტი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღევანდელ დღეს ბევრჯერ გაიხსენებს ქართველი ხალხი. ვინ რა ნაბიჯი გადადგა, ვინ რა პოზიცია დაიჭირა და ვინ უერთგულა სამშობლოს ინტერესებს და ვინ უერთგულა მხოლოდ პარტიას? ეს არის რეალურად დღევანდელი დღე!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.