“ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი… ძალიან ბედნიერი ვარ” – ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა “მთავარ არხთან” ამბობს:
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ბედნიერი დღეა ქართველებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ. რადგან, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდეგ პარლამენტის წევრი, მომსწრე ვარ ყველა ნაბიჯის, რომელსაც საქართველო დგამდა ევროპისკენ. ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი. მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პროცესის დასასრული და ასევე სიმბოლური მომენტი. ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აღდგა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. საბედნიეროდ, ზოგიერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, როგორებიცაა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირში გაერთიანება უფრო ადრე მოახერხა და ახლა კი სხვა ქვეყნების ჯერიც დადგა. უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს,

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ