ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველმა სპორტსმენებმა ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

ქართველმა სპორტსმენებმა ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

სამხრეთ აფრიკაში ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეოთხე დღეს იუნიორთა შორის გიორგი ცხადაძემ ტრიატლში ჩემპიონობა იზეიმა, 15-წლამდელებს შორის კი ვახტანგ კანკიამ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი მედალია. მართა ჭაფოძისა და ვახტანგ კანკიას წყვილმა 15 წლამდე სპორტსმენებს შორის ტრიატლში შერეულ ესტაფეტაზე ტურნირის პირველ და მესამე დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.