ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველი ხელოვანების ნაწილი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია "იპოაში" ერთიანდება - 400-მდე ავტორ-შემსრულებელმა საქპატენტს შესაბამისი წერილით მიმართა

ქართველი ხელოვანების ნაწილი, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია "იპოაში" ერთიანდებიან. მათ დღეს საქპატენტს წერილი მისწერეს და მოითხოვეს ახალ ორგანიზაციას აკრედიტაცია მიენიჭოს.
დოკუმენტს ხელს 400-მდე ავტორ-შემსრულებელი აწერს, რომლებიც მანამდე 3 საავტორო უფლებათა ასოციაციაში იყვნენ გადანაწილებულები.
ხელოვანებმა ახალი ასოციაციის შექმნა შაბათს დააანონსეს. მათი განცხადებით, საქართველოში გაუმართლებელია არსებობდეს რამდენიმე ორგანიზაცია. ამიტომ, შეთანხმდნენ, რომ არსებობდეს ერთი, კარგად მართული ასოციაცია, რომელიც გააერთიანებს ავტორ-შემსრულებლებს ყველა კოლექტიური მართვის ორგანიზაციიდან.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.