ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველი ხალხი მეთიუ მილერს: “ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რამდენად დიდი უნდა იყოს ჩვენი მადლიერების დონე!”

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას. ქართველიშვილი თავის პოსტში მეთიუ მილერისა და ქართველი ხალხის იმიტირებულ დიალოგს აქვეყნებს.
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი: “NGO სექტორი მუშაობს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად”. საქართველოს მოსახლეობა: “უმადურობის დედაც, სერ! ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რამდენად დიდი უნდა იყოს ჩვენი მადლიერების დონე!” აშშ-ს სახდეპი: “არაა საჭირო, ისევ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე! სრულ ინფორმაციამდე წვდომამ, უკიდეგანო გაოცების კუთხით, შესაძლოა თქვენში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს” – წერს ქართველიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.