ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა, სადაც პრემიერმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის თბილისის დელეგატები წარადგინა.
ვარლამ ლიპარტელიანი დელეგატად სამგორის რაიონში იქნება წარმოდგენილი. კობახიძის თქმით, დასახელებული დელეგატები თავიანთ ოლქებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.
ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ ყველა დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.