ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველი ქალი ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემაში ფიგურირებს - Lloyd's List

Lloyd's List-ის გამოძიების შედეგად გამოვლინდა კორპორაციული სტრუქტურები, რომლებიც ირანს, აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით ნავთობისა და ნავთობქიმიური საქონლის გადაზიდვაში ეხმარებიან.
გამოძიებაში ფიგურირებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამტანი გემების ფლოტი. ამ გემებთან დაკავშირებული კომპანიების შესწავლისას გამოძიების ერთი მიმართულება სამხრეთ ლონდონში მდებარე რესტორან Kartuli-მდე მიდის, რომელიც ლონდონში, ისტ დულვიჩში მდებარეობს და მისი დირექტორი და აქციონერი, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე, თამილა ჯმუხაძეა.
Lloyd’s List-ის 2023 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნებული გამოძიებაზე დაყრდნობით ვრცელ სტატიას „ტაბულა“ აქვეყნებს.
სტატია სრულად წაიკითხეთ აქ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.