ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაიზარდა – მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა, მიქაუტაძის შეფასება 20 მილიონი ევროა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასები ისევ გაიზარდა, – განახლებული შეფასებები transfermarkt-მა გამოაქვეყნა.

ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი იყო და ამ მაჩვენებლით 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის იყო.

შესანიშნავად ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ გიორგი ტურნრის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა და ტელეკომპანია ESPN-მა დაასახელეს, ხოლო Transfermarkt-მა მისი შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა, რითიც პორტუგალიელ დიოგო კოშტასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა.

ასევე გაიზარდა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისა და „ოქროს ბუცის“ მფლობელის, გიორგი მიქაუტაძის შეფასება, 15 მილიონის ნაცვლად, მის გრაფაში ახლა 20 მილიონი წერია.

გაიზარდა – გიორგი ქოჩორაშვილის (1 მილიონიდან – 2.5 მილიონამდე), ლაშა დვალისა (900 ათასიდან – 1.5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან – 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებაც.

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული:

ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო

გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ –  45 მილიონი ევრო

გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 20 მილიონი ევრო

ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 5 მილიონი ევრო

ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 3.5 მილიონი ევრო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ