არქივი28 მაისი, 2026, 21:31
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს განსჯიან
30 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრას შოტლანდიისა და კიურასაოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის მოვალეობას ბაქარ ბრეგაძე შეასრულებს.
შეხვედრის ვიდეომსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ვიდეომსაჯის ასისტენტი კი — ჯენერი ხორავა.
შოტლანდიისა და კიურასაოს ეროვნული ნაკრებების მატჩი გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
GFF.GE
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.