ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და აბსოლუტურად ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში

ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და აბსოლუტურად ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში
ეს არის ე.წ. ვეტინგი. ქართველი მოსამართლე „გააშავეს“, ლამის იყო დაასანქცირეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს ამ გადაწყვეტილების გამო. აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მას მხარს უჭერს და აბსოლუტურად არ შეაქვს ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორეში და სამართლიანობაში. ეს არის კეთილსინდისიერებაზე შემოწმება. ხოლო, გვარამიას კიდევ ერთხელ უთხრეს რომ გაძარცვავ ბანკს, შენს ტელევიზიას თუ შენს ოჯახს, დამნაშავე დამნაშავეა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
Previous: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ “რუსული” კანონი მოიყვანოს მოქმედებაში

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები