ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

პორტუგალიაში, ქალაქ ანადიაში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი - ,, ბენტო პესოას საერთაშორისო თასი ველოდრომზე" სადაც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ველოსპორტსმენებმა: მიხეილ ხუჭუამ და გიორგი გაბრიჭიძემ.
ჯგუფურ რბოლაში (გამოვარდნითი რბოლა) მიხეილ ხუჭუამ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ასევე პირველი იყო ჯგუფურ რბოლაში (სკრეჩი), რბოლის მეორე ეტაპზე, ჯგუფურ რბოლაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ასევე წარმატებით იასპარეზა გიორგი გაბრიჭიძემ - ჯგუფურ რბოლებში (ქულებზე რბოლა, სკრეჩი) დაიკავა მესამე ადგილი.
GEONOC.ORG.GE
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.