ქართველი დიზაინერი აბესოლომ ყაველაშვილი Apple-ის არტ-დირექტორად დაინიშნა

ქართველი დიზაინერი აბესოლომ ყაველაშვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური გიგანტის — Apple-ის არტ-დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად დიზაინერი აქვეყნებს.
აბესოლომ ყაველაშვილი მუშაობდა უფროს დიზაინერად საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოში Turner Dacrosse-ში, სადაც მონაწილეობდა ისეთი მსოფლიო ბრენდების კრეატიული პროექტების დიზაინში, როგორებიცაა: Coca-Cola, Samsung, Chime და Walmart.
მის პორტფოლიოში ასევე შედის თანამშრომლობა წამყვან ქართულ კომპანიებთან — მათ შორის: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, სადაზღვევო კომპანია IC Gureli და ბორჯომი.
აბესოლომ ყაველაშვილი ამჟამად ცხოვრობს სან-ფრანცისკოში, სადაც მუშაობს 3D Motion Design-ის მიმართულებით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.