ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე "ჩელსის" 3:0 სძლია, ორი მატჩის ჯამში 8:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "გალათასარაი" ან "ლივერპული" იქნება.
ქართველმა მატჩის მე-6 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, რითაც ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მე-12 გოლი (2 "ნაპოლიში") ჩაიწერა ეს კი 37 მატჩში შეძლო.
ხვიჩა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გატანილ ბურთთა ორნიშნა ნიშნული დააფიქსირა.
კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილსა და გიორგი დემეტრაძეს ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი აქვთ გატანილი, რაც ქართველთა შორის კვარაცხელიამდე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.