არქივი25 მარტი, 2026, 12:20
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ცნობილი უკრაინელი მოკრივე, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ოლექსანდრ უსიკი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
მან ჩვენს ქვეყანას სამძიმარი გამოუცხადა და ილია II-ს გარდაცვალებას დიდი დანაკარგი უწოდა.
"ქართველებო, გისამძიმრებთ თქვენი დანაკარგის გამო. ღმერთმა თავისთან მოუწოდა თავის ერთგულ შვილს, ილია II-ს. ილოცეთ ჩვენთვის, ცოდვილებისთვის", - დაწერა უსიკმა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.