არქივი16 აპრილი 2024, 19:51
“ქართველები ხმამაღლა ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!” – ევროპარლამენტარი
“ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!”, – ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარე აქციებს ეხმაურება.
პარლამენტთან აქცია გრძელდება, სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალის გამოყენებით დარბევა დაიწყეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.