ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა. "კურიერის" ინფორმაციით, 23 წლის ქალს მამაკაცმა, სამზარეულოს ცულით, რამდენიმე ჭრილობა თავის არეში მიაყენა.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოტივი უცნობია. დანაშაული სოფელ შაქშაქეთში მოხდა.
პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. საქმე აღძრულია ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ასევე, უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს, რადგან მისი თქმით, არანაირი საშიშროება არ არსებობს არც მიმალვის და არც ვინმეზე ზემოქმედების, ვინაიდან გოგონა მშობლებმა ხულოსი წაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.