არქივი17 იანვარი, 2024, 16:41
“ქარბუქი, თოვლი, ლიპყინული…” – ამინდი უარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტო, 17 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების ცნობით, ამინდი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში გაუარესდება.
„17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: newsco.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.