ქალი მძევლების გათავისუფლებაზე “ჰამასის” უარი, როგორც ზავის ჩაშლის მიზეზი – ვაშინგტონში გაუპატიურების შემთხვევებზე საუბრობენ

აშშ-ის საგარეო უწყების პრესმდივნის, მეთიუ მილერის განცხადებით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაგეგმილი დროებითი ზავი, სავარაუდოდ, იმის გამო ჩაიშალა, რომ “ჰამასმა” უარი თქვა ქალი მძევლების გათავისუფლებაზე, – ამის შესახებ BBC წერს.
მილერის თქმით, დაჯგუფებას არ სურს, ქალებმა საჯაროდ ისაუბრონ სექსუალური ძალადობის შესახებ. მისივე განცხადებით, “აშშ-ს არ აქვს მიზეზი, რომ გაუპატიურებების შესახებ ცნობებში ეჭვი შეიტანოს”.
“როგორც ჩანს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ არ სურთ ქალების გადაცემა და რატომაც ჩავარდა პაუზის [საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტის] შესახებ მოლაპარაკებები, არის ის, რომ არ სურთ, ამ ქალებმა შეძლონ იმაზე საუბარი, რა გადახდათ პატიმრობაში“, – ამბობს მილერი.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან