არქივი5 აპრილი, 2024, 12:23
ქალი თოკით გაგუდეს, კაცი დანით დაჭრეს – რა მოხდა ზუგდიდში? – მედია
ტვ პირველი, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილ ჯიმშელიების ოჯახს თავს გამთენიისას დაესხნენ, ქალი თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს.
მედიის ცნობით, ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ძვირფასეულობას და ფულს ინახავდნენ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ოჯახის დაყაჩაღება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.