ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა, ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა ოლღა მერებაშვილმა და პაატა ცეცხლაძემ, კოორდინატორმა მაია უსტალიშვილმა სტუდენტებს და ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ისაუბრეს.
„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან