ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქალები ვირჩევთ ევროპას!“ — პარლამენტთან მორიგი ანტირუსული აქცია იმართება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მორიგი ანტირუსული კანონი იმართება მთავარი ლოზუნგით — „ქალები ვირჩევთ ევროპას!“
ქალების მარში რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს არაერთ ქალაქში ერთდროულად დაიწყო.
აქციაზე, რომლის ორგანიზატორებიც ქალები არიან, ადამიანები მისულები არიან ოჯახებით, პატარა ბავშვებით, შინაური ცხოველებით. აქციაზე შეხვდებით შემდეგი შინაარსის პლაკატებს:
· „ქართველ ძაღლს არ ერქმევა „საბაკა“
· „შვილებო, ამოდით, ჭამეთ და ჩადით ისევ აქციაზე“
· „კვოტები დააბრუნეთ ფარჩაკებო!“
· „მამუ, შენს ფეხსაცმელებს ჩემს ადიდასებში გამიცვლი?“
· „ჩვენ ყოველ თვე, ერთი კვირის განმავლობაში ვღვრით სისხლს, თქვენ ვერ შეგვაშინებთ!“
· „ქართველი გოგოები და ქალები ვამბობთ უარს რუსულ და ოფშორულ კანონებზე“
· „ენდომეტრიოზზე მეტად რამე თუ შემაწუხებდა, არ მეგონა“
· „შემეხებით და მერე უკვე დედაჩემი მოგხედავთ“
დღესვე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19 საათზე დაგეგმილია ახალგაზრდების მორიგი აქცია.
აქციების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონი, რომლის მსგავსის მიღებამ რუსეთში გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის დაიხურება ევროკავშირის კარი, რადგან ეს კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.