ქადაგიშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება – არ ვაპირებ ჭორაობას

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება – არ ვაპირებ ჭორაობას, – ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი სპეკულაციის ფართოდ გაშლის საშუალებაა და დასძენს, რომ ამ სპეკულაციაში შესვლის სურვილი არ აქვს.

„ზოგადად, მე არ მახსენდება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ვიღაცის ოჯახს, რომელიმე წევრის რაიმე საქმიანობის გამო, პრობლემა შექმნოდეს. ეს არანაირად არ არის ამ ხელისუფლების ხელწერა.

ეს წერილი არის სპეკულაციის ფართოდ გაშლის საშუალება. მე ამ სპეკულაციაში შესვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ ამდენი ადამიანიც არის, იმდენი სპეკულაციური აზრი შეიძლება განავითარო. ეს არის ერთგვარი სასპეკულაციო თემა, ამიტომ რამდენი ადამიანიც არის, რამდენი ინტერესიც არის, რამდენი პოლიტიკური გემოვნების, თუ სხვა სარგებლის მიმღები შეიძლება არსებობდეს, იმდენი ვერსია და იმდენი საჭორაო მასალა შეიძლება არსებობდეს. ამიტომ მე არ ვაპირებ ამ ჭორაობას, ვერსიების, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, ტირაჟირებას.

მის ოჯახს და ზოგადად, არავინ არავის არ ემუქრება. თუ მას აქვს პოლიტიკაში წასვლის სურვილი, მე ნუ მეკითხებით, მას ჰკითხეთ. არანაირი სურვილი არ მაქვს, სპეკულაციური ლაპარაკი დავიწყო იმაზე, თუ რას ლაპარაკობს პატიმრობაში მყოფი ადამიანი მის პოლიტიკაში წასვლა-არწასვლაზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში