ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფხენიანმა 12 საათში ორი რაკეტა გამოცადა

დღეს, 18 დეკემბერს დილით, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები იუწყებიან.
ფხენიანის რაიონიდან გაშვებულმა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტამ 73 წუთში დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის კუნძულ ხოკაიდოსთან, ეკონომიკური ზონის საზღვრებს მიღმა, ზღვაში ჩამოვარდა. 17 დეკემბერს, საღამოს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა მოკლე მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტაც, რომელმაც ზღვაში ჩამოვარდნამდე დაახლოებით 570 კილომეტრის მანძილზე იფრინა. 17 დეკემბრის გამოცდა დაემთხვა ქვეყნის ყოფილი მმართველის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მე-12 წლისთავს.
ბალისტიკური რაკეტების გამოცდა დაგმეს სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მათ ფხენიანი კვლავ დაადანაშაულეს გაეროს რეზოლუციების დარღვევასა და რეგიონისთვის საფრთხის შექმნაში. ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც რაკეტების გამოცდა გაეროს რეზოლუციებით აკრძალული აქვს, მხოლოდ 2023 წელს 20-მდე გამოცდა ჩაატარა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.