ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით — 2:3 დამარცხდა.
შეხვედრის დებიუტში ჩეხეთის ნაკრები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მე-9 წუთზე ლევან სვანიძემ, ირაკლი თოდუას გადაცემის შემდეგ, სხვაობა შეამცირა, მეორე ტაიმში კი ნიკოლოზ კურტანიძემ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს დაწინაურების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა გამარჯვების გოლი სტუმრებმა გაიტანეს.
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
NAKREBI.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.