ფუმიო კიშიდა: უკრაინის მიმართ იაპონიის მხარდაჭერა ურყევია
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი ქვეყნის მხარდაჭერა ურყევია. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა 3 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას, იტყობინება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც ზელენსკიმ დაწერა სოცქსელ X-ში, მან კიშიდას გააცნო ვითარება ბრძოლის ველზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება და რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის მექანიზმის შექმნა.
„პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თქვა, რომ სურს, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს გულწრჩელი პატივისცემა გამოუხატოს სიმამაცისთვის და რომ იაპონია ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში,“ ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.