ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფულის დახარჯვა არ გინდათ და გამარჯვება გინდათ – ზარქუა ოპოზიციას “გამარჯვების ფორმულას” ასწავლის

“ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას მიმართა და თქვა რომ თუ მათ ემიგრანტების ხმები სჭირდებათ, დაუფინანსონ მგზავრობა:
ეხლა იქ სადაც შეიკრიბება 30 კაცი, თუ 40 და იქ დავუდგათ…. ასე არ არის. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია და აგერ ამ ხელმოცარულებს მივმართავ, ოპოზიციას, თუ ვინმე გიჭერთ ბიჭო მხარს, თუ ასეთი დაინახეთ ვინმე სადმე, მოკიდეთ ხელი ჩასვით ავტობუსში დაუფინანსეთ. აა ეგეც არ გინდათ? ააა, ეგრე გაგიჭირდებათ. ფულის დახარჯვა თქვენ არ გინდათ, გამარჯვება გინდათ, ემიგრანტების ხმა გინდათ, მაგრამ ისიც არ გინდათ, რომ იქიდან იქ დაუფინანსოთ ტრანსპორტირება. ამაშია საქმე”.- აცხადებს ზარქუა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.